https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოუწესრიგებელი ქუჩების პერსპექტივები

12:02; 14.02.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო შექმნილი პრობლემებით შეწუხებული ქალაქ ლანჩხუთის დუმბაძისა და ნათლისმცემლის ქუჩების მოსახლეობას, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები _ ბესიკ ტაბიძე, რომან ბიწაძე და დარეჯან ბურჭულაძე შეხვდნენ.

"დუმბაძის ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე არხი, თუმცა, გზის საფარი ამ დრომდე მოუწესრიგებელია, რაც გადაადგილების სირთულეს ქმნის, განსაკუთრებით კი უამინდობის დროს. აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შავი საფარის დაგება", _ ითხოვდნენ შეხვედრაზე მისული დეპუტატებისგან დუმბაძის ქუჩის მცხოვრებლები.
რაც შეეხება, ნათლისმცემლის ქუჩის მცხოვრებლებს, ისინი უპირველესად სანიაღვრე არხის მოწყობის თხოვნით გამოდიან, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს მათ ქუჩაზე არსებული პრობლემა.

მოსარჩელეები  _ თამარ ნადირიძე და კახა ჩავლეშვილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს ედავებიან _ მათი მოთხოვნაა, ბათილად იქნეს ცნობილი შემდეგი აქტები:

 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მიმართვის თაობაზე; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის 19.12.2016 წლის გადაწყვეტილება; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.12.2016 წლის განკარგულება #64.

სამივე  აქტი შეეხება ქალაქ ოზურგეთში 9 აპრილის პარკის ნაწილის, პირდაპირი განკარგვის წესით (აღნაგობის უფლებით), 45 წლის ვადით გაცემას. მოსარჩელეების განმარტებით, გარდა იმისა, რომ გადაცემული ტერიტორია წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომლის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალაქ ოზურგეთისთვის, ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა ასეთი მოქმედებებით შელახა მათი უფლებები _ არ იყვნენ ინფორმირებულები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შესახებ, არ მიეცათ საშუალება, მიემართათ საკრებულოსთვის საკუთარი მოსაზრებებით და არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში.

საკრებულოს წევრი თამარ ნადირიძე სარჩელში აღნიშნავს,  რომ არ ჰქონდა საშუალება, კანონით დადგენილი წესით მოეხდინა თავისი უფლებამოსილების გახორციელება ან/და მოეხდინა ამომრჩევლის ინფორმირება.

ადვოკატი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" თავის მოსაზრებას აფიქსირებს:

_ მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან დარღვეული იქნა მოქმედი კანონმდებლობა უძრავი ქონების განკარგვისას, რაც, ჩემი აზრით, საკმარისზე მეტად მაქვს დასაბუთებული სარჩელში და სახეზე გვაქვს თვითმმართველობის გახორციელების ძირითადი პრინციპების უგულებელყოფა _ კერძოდ, დარღვეულია მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, კანონიერების და საჯაროობის პრინციპები. ასევე, არ მომხდარა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას და არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის მცდელობაც კი. რაც მთავარია, დარღვეულია თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის ძირითადი პრინციპები.

სარჩელი შეეხება დღევანდელ თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებს, რომელთა მიმართებაში ჩვენ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს განსხვავებული ხედვა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი უთანხმოების გადაჭრის მიზნით, მივმართეთ სასამართლოს. ვფიქრობ, რომ სარჩელი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოებები. ერთია, როცა საზოგადოების ნაწილს გააჩნია პროტესტის გრძნობა მუნიციპალური პარკის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით და მეორეა, ეს პროტესტი მიმართული უნდა იქნეს ოზურგეთის მერიის თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს ნორმალური კანონმდებლობის შემოღებას.

ფაქტია, რომ ოზურგეთში არსებობს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომელთაც მერიისგან განსხვავებული ხედვები გააჩნიათ; მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი კონტაქტი ამ ადამიანებთან გადაწყვეტილებების მიღებამდე, რაც ძალიან ცუდია, რადგანაც თვითმმართველობამ მოქალაქეების ნებისმიერი აქტივობა უნდა წაახალისოს, _ ამბობს ჩავლეშვილი.

გარდა ამ სარჩელისა, სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი იყო შესული _ მოქალაქე ნათია ვაშალომიძე იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილობას ითხოვდა, რომლითაც დასაშვები გახდა, ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის გაჭრა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია ვაშალომიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა:

_ მე გამოვითხოვე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფორმაცია და დადასტურდა, რომ აღნიშნული პროექტი წარდგენილი იყო სამინისტროში. ასევე, დადასტურდა საკრებულოზე საკითხის გატანა, რასაც საკრებულოს წევრების უმრავლესობა ადასტურებს.

ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ პროექტის გახორციელებისას, ზიანი მიადგა გარემოს, რადგან მხოლოდ ერთ ძირ მცენარეზეა საუბარი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაიტანეს.

 ასევე, მართალია, პარკს არ აქვს სამართლებრივი სტატუსი, თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა _ მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ არსებული გარემოთი, _ განაცხადა მოსამართლე ბიძინა სტურუამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

ვაშალომიძის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" იურისტი ანანო ცინცაბაძე იცავდა.

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე"გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ოზურგეთის მერია აუცილებლად გააგრძელებს მსგავსი პროექტების გახორციელებას:

_ დღეს სასამართლო პროცესზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადჰყო და ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ე. წ. 9 აპრილის სკვერის ხარჯზე აპოლონ წულაძის ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი, მსგავსად სხვა საკითხებისა,  კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართა. მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული და პროექტის საბოლოო გახორციელებამდე საკითხმა ყველა საჭირო ინსტანცია გაიარა. მოხარული ვარ, რადგან სკვერის რეაბილიტაციით ჩვენმა თანამოქალაქელეებმა მყისიერად იგრძნეს პროექტის სასარგებლო შედეგი. აპოლონ წულაძის ქუჩაზე გადატვირთული ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უკვე განმუხტულია.  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების გახორციელებას,  რომელიც, უპირველესად, მიმართული იქნება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისა და მისი განვითარებისთვის. ამ მთავარი მიზნის გახორციელებაში არანაირი ბარიერი არ შეგვექმნება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15 იანვარი, 2026

ნიკა გვარამია 18 საათზე საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული

გამოკითხვა: რეფორმის მიზნით, უნდა შეჩერდეს თუ არა გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი წლით?

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026
სამართალი

სამეგრელოში ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

13:42; 15.01.2026
მსოფლიო

ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

13:15; 15.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

13:07; 15.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

12:37; 15.01.2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო