შაქრო ბეჟანიძე, ოზურგეთი:
_ ჩემი, აზრით არ უნდა გააჩერონ გადაცემები. მეტს გაიგებს საზოგადოება, უკეთესია.
თემურ სამსონიძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა გაჩერდეს გადაცემები.
ბიძინა ჩხარტიშვილი, ოზურგეთი:
_ რატომ უნდა გაჩერდეს?!
ზვიად გობრონიძე, ოზურგეთი:
_ რა ვიცით ჩვენ, ვინ გვეკითხება მაგას? მაგათი გადასაწყვეტია.
ალექსანდრე გობრონიძე, ოზურგეთი:
_ რაც მეტი იქნება თავისუფლება და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, უფრო კარგია. აუცილებელია, რომ იყოს გადაცემები.
ლაშა სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ სამწუხაროდ, ცუდი სუნი ასდის ყველაფერ იმას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ხდება.
ჯონი ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ არც გეგმა ვიცი და არც სხვა დეტალები, რაც მაუწყებლის ირგვლივ ხდება. უბრალოდ, მთავარია, მოვლენები პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიდეს.
ანდრია მეფარიშვილი, ჩოხატაური:
_ ძალიან კარგი გადაცემები აქვთ და უნდა იყოს.
შოთა გოგიტაძე, ჩოხატაური:
_ არაა სწორი მაგათი მოქმედება.
რომან რამიშვილი, ჩოხატაური:
_ რაც უფრო მეტი გადაცემა გავა ეთერში, მით უკეთესი იქნება.