საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასულიერო პირის დაკავების საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურ კომუნიკაციაშია პროკურატურასთან.
„შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე“, _ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.