დღეს ადამიანები ფულს ბანკში ინახავენ და საკუთარი ქონების დაცულობის თითქმის 100%-იანი გარანტია აქვთ.
საუკუნეების წინ ბანკები არ არსებობდა და მდიდარი ადამიანები საკუთარ ქონებას სულ სხვაგვარად ინახავდნენ. მალავდნენ მიწაში, გამოქვაბულებში, სახლებისა და სასახლეების საიდუმლო ოთახებსა და სხვა მსგავს ადგილებში.
ისტორიული სტატისტიკის თანახმად მსოფლიოს უდიდესი განძი ოკეანის ფსკერზეა, რადგან გასულ საუკუნეებში გემები ხშირად იძირებოდნენ.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ყოველწლიურად 400 გემი იძირებოდა და თან მიყვებოდა გემბანზე არსებული განძი.
მეცხრამეტე საუკუნეში ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალი იყო.
მეთექვსმეტე საუკუნეში კი დედამიწაზე არსებული სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ოკეანის ფსკერზე, გემებთან ერთად იყო ჩაძირული.
ოკეანის ფსკერზე მდებარე განძის პოვნა რთულია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც წარსულში დამალული სიმდიდრე ხმელეთზე იპოვეს და დღეს vivus.ge-ს ბლოგი სწორედ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.
2016 წლის ნოემბერში ფრანგმა მამაკაცმა 100 კილოგრამი ოქრო საკუთარ სახლში იპოვა.
როგორც ცნობილია, მან მდიდრული სახლი მემკვიდრეობით მიიღო. დალაგების დროს თითქმის ყველა ოთახში და მათ შორის აბაზანაშიც აღმოაჩნია ოქროს მონეტები, რომელთა საერთო წონაც 100 კილოგრამი აღმოჩნდა.
ნაპოვნი განძის ღირებულება 3,5 მილიონი ევრო გახლდათ, თუმცა საფრანგეთში მოქმედი კანონების თანახმად ამ თანხის 45% სახელმწიფოს ეკუთვნის.
2014 წლის ოქტომბერში, შოტლანდიაში პენსიონერმა დერეკ მაკლარენმა ვიკინგების განძი იპოვა.
ვიკინგების მიერ, დაახლოებით, IX-X საუკუნეში დამალული ძვირფასი სამკაულები, დერეკ მაკლარენმა მინდორში ლითონის მაძებარი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იპოვა.
მაკლარენი მოყვარული განძის მაძიებელი გახლავთ. პენსიონერისთვის წლების წინ დამალული ოქროს ძებნა ჰობია და ეს მის მიერ ნაპოვნი პირველი განძი არ გახლავთ. 2013 წელს მან ვერცხლის მონეტებიც იპოვა.
2012 წელს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში განძი იპოვა მუშამ, რომელიც სახლის რემონტით იყო დაკავებული.
როგორც ცნობილია 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს ზოდები, მონეტები და ავსტრალიური დოლარები მუშამ სამსარეულოში, ძველი გამათბობლის ქვეშ, იატაკში აღმოაჩინა.
ძვირფასეულობა მპოვნელმა საცხოვრებელი კორპუსის რემონტით დაკავებულ კომპანიას გადასხა. კომპანიამ კი განძის კანონიერ მესაკუთრეებად ბინის ბოლო პატრონის ნათესავები მიიჩნია და სწორედ მათ ხელში აღმოჩნდა განძი ბოლოს.
2011 წლის თებერვალში უიღბლო აღმოჩნდა რუსი გენადი ზიმინი, რომელმაც შემთხვევით იპოვა უდიდესი განძი.
მის მიერ აღმოჩნელი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა, მაგრამ ზიმინმა ყველაფერი სულ რაღაც 50 ათას რუბლად გაყიდა ადგილობრივ იუველირებზე.
ზიმინის უიღბლობა აქ არ დასრულებულა. სამართალდამცავებმა ზიმინის ქმედებების შესახებ გაიგეს, დააკავეს, 150 დღიანი საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯეს, მისი ნაპოვნი განძი კი სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.
და ბოლოს, სანამ განძს იპოვით და გამდიდრდებით, მცირე ფინანსური პრობლემები შეგიძლიათ მოაგვაროთ vivus ge-ს სწრაფი სესხის მეშვეობით, სადაც swrafi sesxebi ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, სულ რაღაც 5,7%-ში გაიცემა.
Vivus.ge-ს სწრაფი სესხის მისაღებად, ესტუმრეთ ვებგვერდს www.vivus.ge (R)