იაპონურმა კომპანია "Thanko"-მ კომპიუტერული მაუსი "USB VACUUM" შექმნა, რომელიც, გარდა მთავარი ფუნქციისა, მტვერსასრუტის მოვალეობასაც ასრულებს.
სანამ მომხმარებელი კომპიუტერთან მუშაობს, მაუსი ნაგვის შეგროვებითაა დაკავებული. მაუსი აღჭურვილია ორი ღილაკითა და კომპიუტერთან დაკავშირებულია “USB” პორტით. იმისთვის, რომ მაუსი ამუშავდეს, საჭიროა, მხოლოდ დამატებით ღილაკზე თითის დაჭერა. მინი მტვერსასრუტი ადვილად იღებს საკვების ნარჩენებსა და მტვერს. მუშაობის დროს მაუსი ცოტა ხმაურიანია და შეიძლება შეაწუხოს გარშემომყოფები.
გარდა ამისა, მას მოჰყვება მინი კონტეინერი ნაგვის შესაგროვებლად, რამაც შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას მომხმარებელს.