ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 2026 წელს გასამართ მსოფლიო თასზე, ევროპული გუნდების რაოდენობის გაზრდის გამო, სათამაშოდ 16 ადგილს ითხოვს.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრე სეფერინის განცხადებით, მოთხოვნა რეალურია.
როგორც ცნობილია, სეფერინმა აღნიშნული განცხადება ნიონში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე გააკეთა.
გავრცელებული ცნობით, ფიფამ გუნდების რაოდენობის ზრდას კენჭი იანვარში უყარა, რის შედეგადაც ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, მსოფლიო თასის მატჩების რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება, მაგრამ შესაძლო გამარჯვებულები მხოლოდ 7 თამაშს ითამაშებენ.
მაუწყებლის ცნობით, რეფორმას ძლიერი ევროპული კლუბები გადატვირთული საერთაშორისო გრაფიკის გამო აპროტესტებენ.