საქართველოს მთავრობის ვებ0გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
"რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გზისპირა კიუვეტების და სხვა წყალარინების საშუალებების მშენებლობა, საყრდენი კედლების, მდინარის მარეგულირებელი ნაგებობების, საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოწყობა, უსაფრთხოების დამცავი ზღუდარების მონტაჟი, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საავტომობილო გზის საექსპლუატაციო მაჩვენებლები.
ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება 2017 წლის თებერვალში, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს, მომსახურების დაწყებიდან 9 თვეს", _ აღნიშნულია განცხადებაში.