ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის ცენტრში დ.მ-ს საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო და სახანძრო-სამაშველო სამსახურები. აქვე იმყოფებიან სამართალდამცავები. ოჯახის წევრები ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ. ისინი არ დაშავებულან. მათი გადარჩენა სამაშველო ბრიგადებმა მოახერხეს. თუმცა, სახლი, ფაქტობრივად, მთლიანად დაიწვა.