მობილური ტელეფონების დატენვა, ამიერიდან 20 წამში იქნება შესაძლებელი. ინოვაციური ტექნოლოგია ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს. თანამედროვე ელემენტებში მთავარ ფაქტორს ლითიუმის იონების მოძრაობის სიჩქარე წარმოადგენს, მეცნიერებმა კი სხვა გზა არჩიეს. მათ გადაწყვიტეს, იონებსა და ელექტროდებს შორის დაშორება შეემცირებინათ, რაც კვების წყაროს სწრაფ გადაცემას უზრუნველყოფს და მოწყობილობაც სწრაფად იტენება.
იონებისა და ელექტროდების მეტად დაახლოებისთვის, ელემენტების შიგნით პოლისტიროლის (პლასტიკური მასალა, რომელიც ელექტრომრეწველობაში საიზოლაციო მასალების საწარმოებლად გამოიყენება), მინიატურული გრანულები მოათავსეს.
ეს გრანულები „კუმშავს“ იონებს და მათ შორის საჭირო დაშორებას უზრუნველყოფს. ასეთი სტრუქტურა გარეგნულად მიკროქსოვილს ჰგავს, რომელშიც უჯრედებს შორის სივრცე შევსებულია ელექტროლიტებით.
მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი ნიკელის მეტალოჰიბრიდული ელემენტი 2,7 წამში 75%-მდე იტენება, უკვე 20 წამში კი იგი – 90%-მდე.