ამერიკულმა კომპანიამ "2 AI Labs"–მა შექმნა „ანტივარდისფერი სათვალეები“ _ "O2Amps", რომლებიც საშუალებას იძლევიან ადამიანს გარემო სამყარო დაანახონ ჭეშმარიტ ფერებში.
სათვალეები ამჩნევენ დაკვირვების ობიექტის კანის თვით უმნიშვნელო ცვლილებებს, რის მიხედვითაც შესაძლებელია იმ ემოციებზე მსჯელობა, რასაც ადამიანი განიცდის.
სათვალეების ასეთი უნარი ძალიან გამოსადეგია აეროპორტში – საეჭვო ტიპების ამოცნობისთვის.
ისინი დაეხმარებიან სპორტული ასპარეზობის მსაჯებსაც – თუკი შეჯიბრების მონაწილეს დოპინგი ექნება მიღებული, სათვალეები ამას მყისვე შეამჩნევენ.