აშშ-ში, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფი შექნეს. თვალების მოძრაობაზე ის ამოიცნობს, როდის ამბობს ადამიანი სიმართლეს და როდის ტყუის. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათი სისტემა 80% სიზუსტით მუშაობს.
სიცრუის ახალი დეტექტორი 40 მოხალისეზე გამოცადეს. ექსპერიმენტის დასაწყისში მათ უნდა ჩაეფიქრებინათ, მოიპარეს თუ არა იმ პოლიტიკური პარტიის სახელზე გამოწერილი ჩეკი, რომელსაც ისინი მხარს არ უჭერდნენ. თავდაპირველად მონაწილეებს სხვა თემის ირგვლივ უსვამდნენ შეკითხვებს. შემდეგ კი, გამომცდელი მოულოდნელად ეკითხებოდა მათ ,,ქურდობის“ შესახებ. სწორედ ამ მომენტში სპეციალური კომპიუტერული პროგრამა ვებ-კამერების საშუალებით თვალის მოძრაობის ტრაექტორიას და დახამხამების სიხშირეს აფიქსირებდა. სისტემამ სიცრუე შემთხვევების 82,2% ამოიცნო, მაშინ, როცა გამოცდილი სპეციალისტების შედეგი 60% შეადგენს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის იფეომა ნვოგუს თქმით, ახალმა პროგრამამ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. მეცნიერთა ჯგუფი მომავალში გეგმავს გაართულოს სისტემა და სიცრუე არამარტო გამოხედვით, არამედ სახის კუნთების მოძრაობით და ჟესტების საშუალებით განსაზღვროს.