"ის, რაც ოზურგეთის გზებზე ხდება, ეს არის სირცხვილი! შემოქმედს დიდი ხანია არ ახსოვს მსგავსი რამ და არც ეკადრება!" _ ეს პოსტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრებმა, გურიის ყოფილი გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის მეუღლემ, ირინა სურგულაძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ სურგულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია:
_ ერთადერთ რამეში ვეთანხმები ქალბატონ ირინას _ დიახ, შემოქმედში, რაც ახლა ხდება არასდროს მომხდარა და ამას ხალხი კარგად ხედავს. რაც შეეხება გზებს _ 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტექნიკა.
იწმინდება არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა საუბნო გზები. კონკრეტულად შემოქმედში კი გზები გაწმენდილია და ნებისმიერი სახის ტრასპორტით შესაძლებელია გადაადგილება, _ აღნიშნა გამგებელმა და ის ფოტოები გამოგვიგზავნა, რომელიც ამ სტატიას თან ახლავს.