ჩოხატაური-ხიდისთავის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. ამის მიზეზი გაუწმენდავი გზაა:
_ ჯვარცხმის შემდეგ ვეღარ მიდის ტრანსპორტი. გუშინს შემდეგ ტრაქტორი არ გამოსულა. თოვლი დატკეპნილია გზაზე, რაც ავარიების რისკს ზრდის, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
გზის აღნიშნული მონაკვეთი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და მისი მოვლა-პატრონობა შპს "გზამშენი 18" პრეროგატივაა. კომპანიის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ამბობს, რომ ტექნიკა უკვე გზაშია და ერთ საათში ჩოხატაური-ხიდისთავის მონაკვეთი სრულად იქნება გაწმენდილი.