ბოსტონში ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს სპეციალისტების კვლევით დადგინდა, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ნებისმიერი სახის ჰორმონალური პრეპარატის მიღება სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკს შეიცავს.
მეცნიერთა ჯგუფი, ვენდი ჩანის ხელმძღვანელობით 60 ათასი მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას 10 წლის მანძილზე აკვირდებოდა. მასშტაბური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰორმონალური პრეპარატების მოხმარება ქალებში კიბოს განვითარების საშიშროებას ზრდის. ექიმები ქალბატონებს ურჩევენ, შეამცირონ მედიკამენტების დოზა და მიღების ხანგრძლივობა. მათივე თქმით, დასაწყისში რისკი მცირეა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაავადების წარმოშობის საფრთხე სულ უფრო იზრდება.
ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებას ქალბატონები უმეტესად მენოპაუზის პერიოდში იწყებენ.