ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თოვლმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. როგორც "გურია ნიუსს" მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, გზების გაწმენდა სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ამ დროისთვის ყველა სოფლის გაწმენდა ვერ ხერხდება. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ უბნებს, უკვე გაწმენდილია.
_ გუშინ, დღის განმავლობაში, როგორც ქალაქის, ასევე, სოფლების ცენტრალური გზები გაიწმინდა, თუმცა, წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა, სოფლის გზები ისევ ჩაკეტა. ამ ეტაპისთვის ქალაქი მთლიანად გაწმენდილია, რაც შეეხებაა სოფლებს, ამჟამად მიმდინარეობს მაღალმთიანი სოფლების გაწმენდა. სულ ცხრა ერთეული ტექნიკა მუშაობს და ამ დროისთვის იწმინდება: ზოვრეთი, დილიკაური, კვალითი და წიფლავაკე, _ გვითხრეს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.
რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა გაიწმინდება.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჯერჯერობით, მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს სოფელ სვირის მოსახლეობა. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საურისას ამბობენ, თოვლის საფარი 80 სმ-ია და ცენტრალური გზა გაწმენდილი არ არის.