თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა ჩოხელმა განაცხადა, გადაწყვეტილება 31 იანვარს, 11:55 საათზე გამოცხადდება.
„გადაწყვეტილების გამოცხადებას მხარეების პროცესზე გამოუცხადებლობა ხელს ვერ შეუშლის“, _ განმარტა მოსამართლემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი თეონა ზაქარეიშვილი, რომელიც მამუკა ახვლედიანის ინტერესებს იცავს იმედოვნებს, რომ პირველი ინსტანციის გაგაწყვეტილება შეიცვლება.
„თბილსისი სააპელაციო სასამართლომ არსებითად განიხილა მამუკა ახვლედიანის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პირველი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე აქაც ვასაჩივრებდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შესახებ. სხდომა გადაიდო 31 იანვრისთვის. ამ დღეს გამოცხადდება განაჩენი და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო შეცვლის პირველი ინსტანციის განჩინებას და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას“, _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.