მეცნიერები ევერესტის აზომვას გეგმავენ.აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინდოელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2015 წელს ნეპალში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მთა შესაძლოა დაპატარავებულიყო.
ინდოეთის მთავარი მკვლევარის, სვარნა სუბა რაოს განცხადებით, 30 მეცნიერს და ამზომველს მოსამზადებლად დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.
„აზომვით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება, მაგრამ მზადება დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება“,_აცხადებს რაო.
როგორც ცნობილია, ევერესტი 2005 წელს ჩინელებმა გაზომეს, მაგრამ ნეპალის ხელისუფლება მონაცემებს არ ეთანხმება.
ჩინელების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევერესტის სიმაღლე 8 844 მეტრს შეადგენს.