სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მდებარე სასტუმროზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა სასტუმროს შესასვლელთან ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი ააფეთქეს, რის შემდეგაც სროლა სასტუმროში დაიწყო, ხოლო პირველი აფეთქებას ცოტა ხანში მეორე აფეთქება მოყვა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა.
სომალის უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა 4 თავდამსხმელი მოკლეს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები ვარაუდობდნენ, რომ სასტუმროში პარლამენტარები აპირებდნენ დარჩენას.
მაუწყებლის ცნობით, სასტუმრო სომალის პრეზიდენტის სასახლიდან 1 მილზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.