რუსი ათლეტები შესაძლოა 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ფილიპ კრავენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კითხვაზე რუსეთის გუნდი იქნება თუ არა წარმოდგენილი ფიონგჩანგში, ფილიპ კრავენმა უპასუხა, რომ არ იცის.
მაკლარენის კვლევის მიხედვით, რუსი ათლეტები ყველა პარაოლიმპიური შეჯიბრებებიდან მოხსნილები არიან, მათ შორის, რიოში ჩატარებული თამაშებიდანაც.
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, 1 000-ზე მეტი რუსი ათლეტი 4 წლის განმავლობაში დოპინგის ზემოქმედების ქვეშ თამაშობდა, მათ შორის, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე და 2014 წელს სოჭში გამართულ თამაშებზეც.
კრავენის განცხადებით, რუსეთის გუნდის აკრძალვა სწორი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შესანიშნავ სპორტულ ერს წარმოადგენს.
ამავე თემაზე: „რუსეთის აკრძალვა ამორალური და არაჰუმანურია“ – პუტინი