მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ჰაკერების მიერ მისი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას ეხმაურება. „ეს არ არის სკანდალი, ეს სექსუალური ხასიათის დანაშაულია და ეს ამაზრზენია", _ აღნიშნა მან.
ლოურენსის განცხადებით, ის შეშინებული იყო.
"მე ძალიან შეშინებული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს კარიერაზე. მე საჯარო ფიგურა ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მსახიობი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი ამგვარი საქციელის", _ განაცხადა მსახიობმა.
26 წლის მსახიობმა აღიარა, რომ მისთვის ყველაზე რთული ამ ისტორიაში იყო მომენტი, როდესაც მან გადაწყვიტა ეს ყველაფერი მამისთვის ეთქვა.
"საბედნიეროდ, ის ამ დროს გოლფს თამაშობდა და კარგ ხასიათზე იყო. ჩემთვის არაა მთავარი, რამდენი ავიღე "შიმშლის თამაშებში", მე თქვენ გარწმუნებთ, რომ, როდესაც გიწევთ მამასთან დარეკვა და ამგვარი ამბის თქმა, ამ დროს ფული არაფერს ნიშნავს", _ განაცხადა ლოურენსმა.