ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მომღერალი მადონა ერთ-ერთ ჟურნალისტს ესაუბრა და საკუთარი ახალგაზრდობის წლები გაიხსენა. მადონა იხსენებს სკოლის პერიოდსაც და ამბობს, რომ როდესაც ადამიანი სოციალურ ცხოვრებაში პასიურია, მას საკუთარ მომავალზე ფიქრისთვის უფრო მეტი დრო რჩება და სწორედ ამას უკავშირებს თავის გადაწყვეტილებას მიჩიგანის შტატიდან ნიუ-იორკში გადასვლასთან დაკავშირებით.
„ბავშვობაში მიჭირდა და რუსი გლეხის ქალივით ვიცვამდი. დავდიოდი თავსაბურავით და გრძელი კაბებით. სოციალურ ცხოვრებაში აქტიური არასდროს ვყოფილვარ და საკუთარ მომავალზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობდი. გადავწყვიტე ნიუ-იორკში ჩავსულიყავი და ნამდვილი მომღერალი გავმხდარიყავი,“ – ამბობს მადონა.
ვარსკვლავმა აღიარა, რომ იმ დროს, როცა ნიუ-იორკში პირველად ჩავიდა, გააუპატიურეს და მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მას ეს საშინელი მომენტი არ ავიწყდება.
„19 წლის ვიყავი, როდესაც ნიუ-იორკში ჩამოვედი. ჩემი ბინა სამჯერ გაძარცვეს. ღირებული აღარაფერი დამრჩენია. ამ ყველაფრის შემდეგ, უცნობმა ადამიანმა, იარაღის მუქარით სახურავზე ამათრია და გამაუპატიურა. ძალიან შეშინებული და დამცირებული ვიყავი,“ – განაცხადა მომღერალმა.