ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის 44 წლის ვარსკვლავმა გვინეტ პელტროუმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ სურს იყოლიოს კიდევ ერთი შვილი.
„ჩემი გონება მეუბნება: "მოკლედ, გეყოფა! შვილები უკვე დიდები არიან, მე კი აღარ მინდა საცვლების გამოცვლა". მეორე ნაწილი კი, უარს არ იტყოდა კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, უკვე დავბერდი!
მე ახლა ვთანხმდები მეორეხარისხოვან როლებზე, სადღაც წელიწადში ერთხელ მაინც. ეს არის ის, რაც შემიძლია დღეს. ზოგიერთ ქალს შეუძლია ყველაფერი ერთდროულად აკეთოს, და ეს მშვენიერია, მაგრამ მე ასე არ გამომდის. როცა გადაწყვეტ გახდე ცოლი და დედა, შენ აკეთებ გარკვეულ არჩევანს, ასე არ არის? არ შეიძლება ყველაფერი ერთდროულად გქონდეს.
გარკვეული პერიოდი მე ძალიან მკაცრ დიეტას ვიცავდი. როცა დავფეხმძიმდი მარტო ნაყინს ვჭამდი. მივხვდი, რომ მინდოდა ცხოვრებით ტკბობა, ჭამა კი მისი დიდი შემადგენელი ნაწილია. მე მიყვარს საჭმლის მომზადება ჩემთვისაც და სხვისთვისაც და ამას ყოველდღე ვაკეთებ“.