თეირანის ლეგენდარული PIASKO TOWER მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მეხანძრეები შენობაში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შენობის ნგრევას 30 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფი მეხანძრეების ნაწილი, შესაძლოა, ნანგრევებში იყვნენ მოყოლილები.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, მე-9 სართულზე გაჩნდა.
სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 40 მეხანძრე იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა, PIASKO TOWER 1960-იან წლებში აშენდა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ბრიტანეთის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.