ერაყში სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქალაქ მოსულის დაბრუნების მიზნით მიმდინარეობდა 148 000 უსახლკაროდ დარჩა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTON POST გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ცნობით, გასულ კვირას 12 500 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
გაეროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო ქმედებები ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში უმეტესად მოსახლეობას აზარალებს.
მათი ინფორმაციით, ქალაქ ირბილის საავადმყოფოებში 1 500-ზე მეტი დაჭრილი ადამიანია განთავსებული.
როგორც ცნობილია, მოსახლეობას თავს, ასევე, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებიც ესხმიან.
ოქტომბრის მონაცემებით, მოსულში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.