პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს. მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკვე გაიმართა სასამართლო პროცესი და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მგალობლიშვილი სამჯერაა ნასამართლევი. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, იგი ჯგუფური და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, თუმცა 2015 წელს პრეზიდენტმა შეწყალებით გაათავისუფლა.