THE DAILY MAIL-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ მარსელში 2 აფეთქების ხმა გაისმა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია; თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, ქალაქში ბომბი არ აფეთქებულა და აფეთქების მსგავსი ხმა რეაქტიული საჰაერო ხომალდის გადაფრენის აკუსტიკურ ჟღერადობას შეიძლება გამოეწვია.
მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს,რა დროსაც საცხოვრებელი სახლების ფანჯრები შეირყა.
RUSSIA TODAY-ის ინფორმაციით, ქალაქში სირენების ხმა ისმოდა, მაგრამ ადგილობრივი მედიისცნობით, მარსელში აფეთქების ხმის მიუხედავად მეხანძრეებს და პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და აფეთქების შესახებ არც ინფორმაცია გაუვრცელებია.
"ჩვენ გავიგონეთ აფეთქების ხმა, მაგრამ საიდან მოდიოდა ის უცნობია",_ამბობს ერთ-ერთი მეხანძრე.