ე.წ. "კაბელების საქმე" Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა. როგორც ანგარიშში შეშფოთებაა გამოხატული „პოლიტიზირებული მართლმსაჯულების“ გამო:
"რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე ყოფილი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ აღძრავს კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. მაისში სასამართლომ დამნაშავედ სცნო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთი ყოფილი თანამდებობის პირი 4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 1.8 მილიონი აშშ დოლარი) გაფლანგვაში, გამომდინარე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანის შესახებ 2013 წლის დახურული შერჩევიდან და მათ მიესაჯათ 7 წლით პატიმრობა.
2014 წელს, ბრალდებულების დაკავების შემდეგ, რამდენიმე თვის მანძილზე, სახელმწიფო უწყებები ადვოკატებს არ აძლევდნენ სრულ წვდომას მტკიცებულებებზე, იმ მოტივით, რომ ის შეიცავდა გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს. სასამართლომ ვერ დაადგინა გაფლანგვის ანგარებითი მოტივი. სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სასამართლოს მეგობრის დასკვნა ბრალდებულების საკონსტიტუციო სარჩელის მხარდასაჭერად, რომლიც ეხება იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გაფლანგვის მუხლი არის ბუნდოვანი და იძლევა თვითნებური ინტერპრეტაცის საშუალებას. ეს ადამიანები დაკავებულ იქნენ 2014 წელს, რასაც შედეგად მოჰყვა იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გათავისუფლება", _ წერია ანგარიშში.