დამდეგ კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს!
კალანდას საქართველოს მრავალ კუთხეში აღნიშნავენ, მაგრამ ეს დღესასწაული გურულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის უძველესი ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს!
დღეს კალანდა ჩვენში აგუნას გადმოძახილით, ჩიჩილაკებით და მრავალჟამიერით შემოაბიჯებს.
როგორც ტკბილეულით სავსე ხონჩით ხელდამშვენებული გურული მეკვლე იტყოდა _ შემოეტანოს მშვიდობა, ღვთის წყალობა, დოვლათი და ბედნიერება თქვენს ოჯახებში!
პატივისცემით, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი (R)