რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომის დარბაზი გაიხსნა. ღონისძება უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა.
_ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში გათვალიწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყველა საჭიროება, მათ შორის პრესისათვის სპეციალური ადგილი, დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანების სისტემებით, მოწყობილია ეგრეთწოდებული ნაფიც მსაჯულთა პანელი, რომელც დარბაზისაგან გამიჯნულია ბრონირებული შუშით.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, ნაფიცი მსაჯულები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და სასტუმროს მომსახურეობით. რუსთავის საქალაქო სასამართლო მეექვსეა, სადაც ნაფიც მსაჯულთა ასეთი დარბაზი უკვე გაიხსნა, _ აღნიშნეს სასამართლოს პრესსამსახურში.