ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანაშემწე გენდერულ საკითხებში ანი ჯაყელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
_ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და აღარ გავუგრძელეთ, რადგან ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლეოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
მისივე თქმით იმ საქმიანობას, რომელსაც ჯაყელი ასრულებდა სხვა შეითავსებს:
_ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო სფეროა. ამიტომ, ანი ჯაყელის საქმიანობას სხვა თანამშრომელი შეითავსებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გენდერულ საბჭოსთან და კონულტაციებს მათგანაც ვიღებთ, _ გვითხრა გამგებელმა.