ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ და ამავდროულად, მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით, _ განაცხადა ელჩმა.
აშშ-ის ელჩმა კომენტარი „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა:
„თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, _ თქვა იან კელიმ.