ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში მცხოვრები ბეჟან რამიშვილის სახლი წუხელ დაიწვა. ამ დრომდე დაუდგენელია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი დროებით მეზობელთან აფარებს თავს:
_სახლი მთლიანად დაიწვა. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ დროისთვის მეზობელთან იმყოფებიან და გამგეობა მათთვის დროებით თავშესაფარს ეძებს, _ გვითხრა კუჭავამ.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.