შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ – კ.გ.-ს ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები _ ე.წ. „ქურდული საერთოს სიები“ და ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).