"გურია ნიუსის" ჟურნალისტმა თამთა კაკაურიძემ "თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016"-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღნიშნული ჯილდო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს" ეკუთვნით და ყოველწლიურად სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს გადაეცემათ.
წელს "თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016"-ის ნომინაციაში ასევე დაჯილდოებულები არიან ჟურნალისტები: სალომე გოგოხია (ტელეკომპანია "მაესტრო"), მაცაცო გახოკიძე (ტელე-რადიო კომპანია "ობიექტივი") და გენო ოსიყმაშვილი (GDS); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი), მანანა სუხიშვილი (საერთო გაზეთი"), ნათია კოპალიანი ("აჭარა") და ნენე სტეფანიშვილი– (რეპორტიორი"),
ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა ჯილდოები ასევე გადაეცათ:
"ღია საზოგადოების მხარდამჭერის" ნომინაციაში – სააგენტო "კვირა"-ს.
"ორგანიზაციის მეგობარი" – ადვოკატები ირაკლი ყანდაშვილი და ლია მუხაშავრია გახდნენ.
"ყველაზე ღია საჯარო უწყება"-დ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასახელდა;
"ყველაზე კომუნიკაბელური" უწყება – ქონების მართვის ეროვნული სააგენტო;
"ახალგაზრდული იდეების ქომაგი" – "ქალთა ფონდი საქართველოში"
"ყველაზე ღია ინსტანცია" – ბათუმის საქალაქო სასამართლო;
"საზოგადოების ხმა" –ემა ტუხიაშვილი ("პალიტრა ნიუსი"),
დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის პრიზი ტელეკომპანია "იბერია"-ს გადაცემას – "ბიზნეს კოდი" ერგო;
"საუკეთესო მომსახურებისთვის" – "საქართველოს რკინიგზა" დაასახელეს, ხოლო "საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაიმარჯვა.
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოაკტები" სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ყოველწლიურად უკვე მეოთხედ აჯილდოებენ.