26-27 დეკემბერს, "ფონდმა წილოსანმა" მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ფონდის ეგიდით, მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის წარმომადგენლებმა მაკა გოგოიჩაიშვილმა, ანა თავართქილაძემ და ვალერი გიორგაძემ საახალწლო საჩუქრები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.
“ფონდი წილოსანი“ 2009 წელს დაარსდა. მისი დამფუნებელი “ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ პრეზიდენტი ბადრი წილოსანია. ფონდს წლების განმავლობაში ნინო წილოსანი ედგა სათავეში, ამჟამად კი ნინოს დედა, ქალბატონი ნუნუ წილოსანი ხელძღვანელობს.
ფონდის საქმიანობის მთავარი მიმართულება სოციალური პროექტებია. წლების განმავლობაში ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. “ფონდი წილოსანის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საქველმოქმედო საქმიანობა გურიის რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება. (R)