სირიაში სოფელ ალ-ბაბთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია,აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, ალ-ბაბი ხუთშაბათს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს, რის შემდეგაც, მეზობელ ქალაქ ტადეფზე ავაიერიში განახორციელეს.
როგორც ცნობილია, ტადეფის სამხრეთი ნაწილი სირიის არმიის და მისი მოკავშირეების მიერ იმართება.
გავრცელებული ცნობით, სირიის კონფლიქტი პრეზიდენტ ბაშარ-ალ-ასადისა და მისი ოპოზიციის დაპირისპირებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს რუსეთი, ირანი და შიიტი მილიაცია ემხრობა, ხოლო ამბოხებულებს მხარს თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთი უჭერს.