საგარეჯოში ძლიერი ქარის შედეგად 10-მდე ავტომობილი დაზიანდა, მოგლეჯილია ხეები და ელექტროსადენები. ტერიტორიის გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, სტიქიით დაზარალებულებს ზარალს კანონის შესაბამისად აუნაზღაურებს.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობის შედეგად დაითვლის, თუ რა ზარალი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას და კანონის შესაბამისად, მათ ზარალი აუნაზღაურდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვისაც დაზღვევა აქვს ავტომობილზე, მათ კომპენსაციას დაზღვევა გადაუხდის, ხოლო დანარჩენ დაზარალებულებს კი, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტი დაეხმარება.
მეპატრონე, რომლის შენობასაც ქარმა სახურავი გადახადა და გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა, ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.