ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის გრან პრიზე ასპარეზობა დაასრულეს.
ტურნირის ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.
-90 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ბექა ღვინიაშვილი რუს ჰუსენ ხალმურზაევს დაუპირისპირდა, იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
-90 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერეზადაშვილთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
-100 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველური მეორე ტურში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა პირველივე შეხვედრები დათმეს.
დიუსელდორფის გრან პრის სამი დღის ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთ წონით კატეგორიაში ოთხი მედალი მოიპოვეს.
ამირან პაპინაშვილმა(-60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა(-73 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი(-66 კგ) და ბექა ღვინიაშვილი(-90 კგ) ოქროს მედალებს დაეუფლნენ.
1tv.ge