ვიცი რა პრობლემები იყო, რასაც ებრძოდა მამა გიორგი მამალაძე, კერძოდ, ქონებებზე, _ განაცხადა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა გადაცემა „პოსკრიპუმთან“ საუბრისას.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ჰქონოდა თუ არა მღვთელმთავრების შესახებ სკანდალური ინფორმაცია, ოხანაშვილი აცხადებს: „მამა გიორგის ჰქონდა წვდომა უამრავ დოკუმენტაციაზე და ინფორმაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან.
რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებულ ბრალს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მას არ სჯერა მამა გიორგის ვინმეს მოკვლა შეეძლო.
„არ მჯერა რომ მას ვინმეს მოკვლა უნდოდა არ არის ის ადამიანი, რომ ვინმეს მოკვლა შეძლოს, ამაზე თავში ფიქრიც კი არ მომდის. ის არის უსამართლობის მსხვერპლი. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა, რაც სისრულელში მოიყვანეს. „ციხე შიგნიდან ტყდებაო“ და დარწმუნებული ვარ შიგნიდან არიან ჩარეულები, რომ ეს ყველაფერი აქამდე მისულიყო“, _ აღნიშნა ოხანაშვილმა.
კითხვაზე: რაც ახლა ხდება არის თუ არა პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა, ამ კითხვზე პასუხისგან ოხანაშვილმა თავი შეიკავა.