დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა ვითარებაა დღეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროში; რა მოთხოვნებს უწესებს ბაღებს კანონი; რატომ შეიძლება დაიხუროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაწილი და რა რეკომენდაციებს სთავაზობენ სპეციალისტები სახელმწიფოს;
ამავე გადაცემაში ნახავთ რა ხდება გურიაში _ ქმნის თუ არა პრობლემას არაკვალიფიციური პედაგოგები და ვინ აკონტროლებს ბაღებს.
გადაცემის ბოლო ბლოკიდან კი გაიგებთ, რა პრობლემებს უქმნის მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლების შესახებ ახალმიღებული კანონი; რა აწუხებთ პედაგოგებს; რატომ არის საჭირო კანონის გადახედვა და რა საკითხებზე მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი _ გადაცემის სტუმარია კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
უყურეთ გადაცემას და ექსკლუზიურად ჩვენგან გაიგეთ რა ინიციატივა აქვს ახალ კანონთან დაკავშირებით მარიამ ჯაშს და რატომ შეიძლება მოჰყვეს ამ ინიციატივას ხმაური.
გადაცემა მომზადებულია პროექტის _ “საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში” (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია “კარგი მმართველობის ფონდის” მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს, როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.