ცნობილი მორაგბეები, ჯეიმს ო კონორი და ალი უილიამსი პარიზში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მორაგბეები შაბათს ღამის კლუბის გარეთ დააპატიმრეს.
გავრცელებული ცნობით, უილიამსს ბრალი კოკაინის შეძენაში ედება და ის სასამართლოს წინაშე მოგვიანებით წარსდგება.
რაც შეეხება ო კონორს ,მას სამართალდამცავები ნარკოტიკების ფლობაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, ოკონორს დაკავებისას 2.4 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ უილიამსი ავტომობილში დააკავა, სადაც ის ნარკოტიკული ნივთიერების გაყიდვაში ეჭვმიტანილ 2 პირთან ერთად იჯდა, რაც შეეხება ო კონორს , ის ავტომობილის გარეთ იდგა.
მაუწყებლის ცნობით, სამართალდამცავებმა მორაგბეებთან ერთად ნარკოტიკების გასაღებაში ეჭვმიტანილი 2 პირიც დააკავეს.
როგორც ცნობილია, უილიამსი საფრანგეთის გუნდში, RACING 92 -ში, ხოლო ო კონორი TOULON-ში თამაშობს.
„თუ გამოძიების შედეგად უილიამსის ნარკოდანაშაულში მონაწილეობა დადასტურდება, ეს არ იქნება მხოლოდ კანონდარღვევა, ეს იქნება ჩვენი ეთიკის სერიოზული დარღვევა“,_ნათქვამია RACING 92-ის განცხადებაში.