ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის პროცესი უზენაეს სასამართლოში 2 მარტს ჩაინიშნა. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“2 მარტს ჩაინიშხნა უზენაეს სასამართლოში რ2”-ის საქმის განმხიპველი სხდომა. ზეპირი მოსმენის გარეშე (!)
დიდი პალატის შემადგენლობა: გვენეტაძე (ჩვენ მოვითხოვეთ აცილება), თოდუა (ქართული ოცნების ოფიციალური დამფინანსებელი, ქართუს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მოსამართლედ გამწესებამდე. მოვითხოვეთ აცილება), როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაზე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი.
23 თებერვალს ხალვაშის მხარეს შეუტანია შუამდგმლობა გასიატაშვილის, ქათამაძისა და ალავიძის აცილებაზე (ის კოლეგია, რომელმაც საქმე გადასცა დიდ პალატას)”, _ წერს გვარამია.