რიოში კარნავალზე 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მანქანა, რომელიც სამბას სკოლა Paraiso de Tuiuti-ის ეკუთვნოდა საზეიმო სვლის დროს სველ ტროტუარზე კონტროლიდან გამოვიდა, რამაც მოცეკვავეებისა და მაყურებლების დაზიანება გამოიწვია.
პოლიციის თქმით, მძღოლმა სამბას სკოლა დატოვა და გაიქცა, თუმცა, მისი ვინაობა უკვე ცნობილია და მასზე ძებნა მიმდინარეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამბადრომზე 70 000-მდე ადამიანი იყო თავშეყრილი, თუმცა, მომხდარის შესახებ მხოლოდ იმ მაყურებლებმა იცოდნენ, ვინც იმ შესასვლელთან იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა.
როგორც ცნობილია, კარნავალი რიოში ოთხშაბათს დასრულდება.