ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მის წინამორბედს, ბარაქ ობამას საპროტესტო აქციების ორგანიზებაში და საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNN-ის ინფორმაციით ტრამპმა დილის გადაცემა FOX AND FRIENDS-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ის დგას უკან,თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკაა. ეს უბრალოდ ასეა. თქვენ არასდროს იცით რა ხდება კულისებში. ვფიქრობ , რომ პრეზიდენტი ობამა დგას მომხდარის უკან, რადგან მის უკან მისი ხალხია და ზოგიერთი გაჟონვა, მართლაც, შესაძლოა, მოდის ჯგუფიდან, რომელიც მართლა სერიოზულია , რადგან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, მაგრამ ასევე მესმის, რომ ეს პოლიტიკაა და სავარაუდოდ ასე გაგრძელდება“,_განაცხადა ტრამპმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტრამპის მიერ წარმოდგენილ კლიპში მისი პრეტენზიის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო.