ამ წუთებში ხმაური იყო ქალაქ ოზურგეთის მერიაში.
გმირთა მოედანზე მდებარე ჯიხურების მეპატრონეებსა და აუქციონში მონაწილე პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სიტუაცია მას შემდეგ გამძაფრდა, რაც შენობაში ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე გამოჩნდა.
ბეგლარ სიორიზემ აუქციონში მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ აუქციონი საჯაროა და მასზე დასწრების უფლება ყველას აქვს.
შეგახსენებთ, რომ დღეს 14 საათზე ქალაქ ოზურგეთის მერიაში აუქციონი ტარდება.