სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ჰერმანდში თალიბანის მებრძოლებმა ჩუმიიარაღით პოლიციის 12 თანამშრომელი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავცრელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმელებთან შესაძლოა ვინმეს შიგნიდან ჰქონოდა კავშირი.
„გამოძიება მიმდინარეობს, იმის დასადგენად კავშირი ჰქონდა თუ არა „თალიბანთან“ ვინმეს შიგნიდან“,_აცხადებს პროვინციის ოფიციალური პირი.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელები საგუშაგოზე მცველს დაესხნენ თავს, რის შემდეგაც შიგნით შეღწევა შეძლეს.