ელ სალვადორის ეროვნულ ზოოპარკში 15 წლის ჰოპოპოტამ გუსტავიტოს ღამით თავს დაესხნენ, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ თუ ვინ შევიდა ღამე ცხოველის ვოლიერში და მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
ოფიციალურმა პირებმა ზოოპარკში მომხდარს ცხოველზე არაადამიანური თავდასხმა უწოდეს.
BBC-ის რეპორტიორის, უილ გრანტის თქმით, გუსტავიტოზე განხორციელებულმა სასტიკმა თავდასხმამ ელ სალვადორში ყველა აღაშფოთა.
როგორც ცნობილია, უცნობი თავდამსხმელები შევიდნენ ზოოპარკში და ჰიპოპოტამი სავარაუდოდ ბლაგვი საგნით სცემეს.
შემთხვევის მომდევნო დილას ზოოპარკის მომვლელებმა შენიშნეს, რომ ჰიპოპოტამი უცნაურად იქცეოდა, უარი თქვა საჭმელზე და არც წყალში ჩავიდა, რის შემდეგაცზოოპარკის ვეტერინარმა ჰიპოპოტამის კისრის და სახის არეში ღრმა ჭრილობები შენიშნა.
მაუწყებლის ცნობით, კვირას ჰიპოპოტამის მდგომარეობა გაუარესდა და თანამშრომლების ცდის მიუხედავად გადაერჩინათ ის, დაიღუპა.
გაეროს გასული თვის მონაცემების მიხედვით, მკვლელობების რაოდენობით ელ სალვადორი მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში ყველაზე მაღალ მაჩვენებლიან ქვეყნებს შორისაა.
მისივე ცნობით, კრიმინალური დაჯგუფებების ძალადობის შედეგად ქვეყანაში დღეში საშუალოდ 10 ადამიანი იღუპება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ელ სალვადორის კრიმინალური დაჯგუფებები ლოს ანჯელესის ქუჩებში ,1980-იან წლებში მიგრანტი ბავშვების მიერ შეიქმნა, რომლებიც სამოქალაქო ომს თავს აფარებდა.
ომის დასრულების შემდეგ, 1992 წელს, მათი უმეტესობა სახლებში დაბრუნდა და განგსტერული კულტურაც თან წაჰყვა.