რიოს კარნავალზე დეკორაცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის გამო კარნავალი 25 წუთით შეფერხდა.
მაუწყებლის ცნობით, დეკორაცია, რომელიც ჩამოინგრა UNIDOS DA TIJUCA-ს სამბის სკოლას ეკუთვნის.
სკოლის დირექტორის, აიტონ ფრეიტას განცხადებით, მისთვის შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მისივე თქმით, დეკორაციას პარადში მონაწილეობის მისაღებად გატანამდე კვირაში სამჯერ ამოწმებდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიცია მომხდარს იძიებს.
ამავე თემაზე: