ე. წ. ციანიდის საქმეში არსებულ ვიდეო მტკიცებულებებში 3 ან მეტი პირი ფიგურირებს _ ამის შესახებ პროკურატურის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განაცხადა.
ირაკლი მამალაძე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა კითხვას _ არის თუ არა მათ შორის პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, ამბობს, რომ ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
მისივე თქმით, დაკავებული დეკანოზი მეუფე დიმიტრის ნათესავიცაა:
_ ეს იმიტომ ავღნიშნე, რომ მხოლოდ ჩემს ნათესავად ასახელებენ მამა გიორგი მამალაძეს. არადა, მეუფე დიმიტრის ნათესავიცაა, _ განაცხადა მამალაძემ და აღნიშნა, რომ “მკვლელობის მომზადების პროცესი, შეიძლება მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით მიმდინარეობდა, თუმცა, არც სხვა ვარიანტები გამოირიცხება”.