ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს არ შედგა. ბრალდებულმა დეკანოზმა გამომძიებლებს ჩვენება გუშინ მისცა. დღეს დაგეგმილი დაკითხვის გაგრძელება კი არ შედგა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო ჩანაწერი მოსმენილი აქვს. თუმცა, ის არაფერს ამბობობს ფარულ ჩანაწერებში გახმოვანებულ ფრაზებზე, სადაც მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს.
კურიერის ინფორმაციით, დეკანოზმა პროკურორებს უამბო, რომ ციანიდის შოვნა მას პატრიარქის მდივან-რეფერანტმა ნაცნობი ხატმწერისთვის სთხოვა და ამისთვის 500 დოლარიც გადასცა. მამალაძე შეეცადა, თუმცა ქიმიური ნივთიერება ვერ იშოვა. ჩვენებაში დეკანოზი ამბობს, რომ არ იცის, მის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება ვინ ჩადო.
სახელმწიფო ბრალმდებელი კი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი ჯანმრთელობის გაუარესებას სიმულიანტობს, რადგან მას კრიტიკული შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ სურს.
ცნობილია, რომ დეკანოზი პროკურორების ყველა შეკითხვას არ პასუხობს და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ბრალდებულის ოჯახის წევრების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე დღეს პროკურატურას ადვოკატმა მიმართა.
ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დაკითხვა და გახდება თუ არა ის საზოგადოებისთვის ცნობილი.
rustavi2.com